ბათუმში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ემიგრანტების იმედის“ შოთო სიხარულიძის ცნობით, გარდაცვლილები თაზო გოგიტიძე და ზაალ თურმანიძე არიან. მათგან ზაალ თურმანიძე 25 წლის იყო.
„გლოვობს ბათუმი… უდიდესი ტრაგედიაა შემზარავი და თავზარდამცემი ამბავია უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი! საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა… როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში…
დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავდა… თურმანიძეებს კიდევ ეს ტკივილი უნდოდა? მშვიდად განისვენე ზაალ , დაგხვდება იქ შენი დედიკო და მამიკო ჩაგიკრავენ გულში. სიტყვები არ მყოფნის ჩემო პატარა ბიჭო. სული მეგლიჯება. შენი ძმა მარტო დატოვე, შენს გარდა აღარავინ დარჩა და ახლა ეს ამბავი… გამძლეობა ბებოს… ვუსამძიმრებ გოგიტიძეების და თურმანიძეების ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო… ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ….
არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ….
ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. მოიხსენიეთ ლოცვებში თაზოს და ზაალის უკვდავი ლამაზი სული”, – წერს შოთო სიხარულიძე.










