,,დაუვიწყარი ტკივილია ჯინი.”
,,შენ ჩემი ბავშვობა ხარ ჯინო, გული მომიკალი” ,
„სისხლი გაგვეყინა ყველას”, – წერენ ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის ბიჭის მეგობრები სოციალურ ქსელში.
,,არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, მხიარული, ცეკვავდა და კარგად მღეროდა. მშობლები წარმოშობით დმანისელები ყავდა, ისე თბილისში ცხოვრობდნენ. პანდემიის პერიოდში ხშირად ჩამოდიოდა დმანისში, აქ ბევრი მეგობარი ჰყავდა.
გუშინაც სამეგობროსთან ერთად, სოფელ ვარდისუბნიდან დმანისის სიონისკენ წასულან საქეიფოდ, ულმაზესი ადგილებია იქვე ხელისგულივითაა გადაშლილი კანიონი. მოულხენიათ, ამბობენ ცოტა ალკოჰოლიც დაულევიათ და ასეთი უბედურება მოხდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ambebi.ge-სთან.
ჯინო თეთრაძე დმანისიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით ის მეგობრებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა, სადაც კლდეზე ფეხი დაუცურდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
წარმოშობით დმანისელი ახალგაზრდა, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.










