იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში აუცილებლად დაიწყება.
“საუბარია მხოლოდ Pfizer-ზე, ვინაიდან ამ ვაქცინას აქვს დღეისათვის საქართველოში ვაქცინებს შორის დაშვება და მას ნებართვა აქვს მიღებული, რომ გამოყენებული იყოს 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “დღის კურიერის” ეთერში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში პირველ ეტაპზე 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკჯგუფებში დაიწყება.
მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრის შესახებ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.










