მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი მოწამე ჰყავს! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მღვდელმონაზონი ირინეო წერს.
,,46 წლის ასაკში ქრისტიანული სარწმუნოებისთვის არაბი მართლმადიდებელი რაშა (მუკლაშა) რადიკალური ისლამის მიმდევარმა საკუთარმა სამმა ვაჟმა ავტომობილით გაიტაცა და ნაზარეთში მდინარე იორდანის პირას თოკით დაახრჩო..
ვაჟებმა დედას სიკვდილის წინ არჩევანი შესთავაზეს: სიკვდილი ან იესო ქრისტეს უარყოფა, დედამ იესო ქრისტე აირჩია და საკუთარი შვილების ხელით შეიმოსა გვირგვინი მოწამეობისა!
წმინდაო ღვთისაო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!” – წერს მღვდელმონაზონი ირინეო.
მისივე თქმით ქალი 5 აგვისტოს ეწამა, ცხედარი კი გუშინ აღმოაჩინეს ცხედარი. მღვდელმონოზონის ცნობით ინფორმაციას ებრაული პრესა ავრცელებს.










