მოხვალ არჩევნებზე იქნება ცვლილება, არ მოხვალ და ან კოვიდი ამოგხდის სულს ან ბიძინა, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი კაცის იმედად არ უნდა ვიყოთ, ყველა უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად.
“უფროსი და უმცროსი ამ საქმეში არ არის, ქვეყანას ვკარგავთ ბრალიანებიც და უბრალოებიც. ერთი კაცის იმედად ყოფნა არა, ყველა უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად. მოხვალ არჩევნებზე იქნება ცვლილება, არ მოხვალ და ან კოვიდი ამოგხდის სულს ან ბიძინა. სინამდვილეში ორივე ერთი და იგივეა.










