დღეს დილით, 09:15 საათზე, კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგის ძალა 5,8 ბალი იყო, რიხტერის შკალით და ის მინიმუმ 15 წამის განმავლობაში გაგრძელდა.
მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო, ბიძგებმა გამოიწვია შენობების დაზიანება და პანიკა შეიქმნა, შესაბამისად, ხალხი გარეთ გამოცვივდა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ორი ადამიანი შენობაში მომწყვდეული აღმოჩნდა, თუმცა, ისინი არ არიან დაშავებულები.
გაიცა ბრძანება, რომ მოხდეს ყველა საჯარო შენობისა და სკოლის ევაკუაცია.
ნახეთ კადრები:

















