არჩევნები რაც უფრო აქტუალური ხდება, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება შედეგების მანიპულაციასთან დაკავშირებით, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევები.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა.
„ძალიან კარგად მესმის და საზოგადოებაც ხედავს ამა თუ იმ კვლევას არჩევნების წინ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, დღეს დილით პატარა ვიდეო ჩამიგდეს, გუშინ, თუ არ ვცდები, „ლეიბორისტული პარტიის“ ელემენტარულ კითხვებს ვერ გასცა პასუხი IPSOS-ის წარმომადგენელმა, რომელმაც გააჩინა კითხვები ამ კვლევის რეალობასთან და ციფრებთან მიმართებაში და რამდენად მანიპულირება ხდება ამ ციფრების. ფაქტი ერთია – 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და მალევე იქნება ეს ყველასთვის ცნობილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე მტკიცებით, კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს.










