ქურდობა ხონში, მოპარულია 1 ტონამდე თხილი
“გამარჯობა,
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ოჯახის ბოლო ორი დღის სატკივარი.
ხონში, ნინოშვილის ქუჩაზე, სამხედრო დასახლების მიმდებარედ, 24 სექტემბერს ღამით, სახლიდან მოგვპარეს 1 ტონამდე გარჩეული თხილი. პოლიცია საქმის კურსშია, თუმცა ჯერ ვერ პოულობენ.
თან ხალხო, ერთი თვე მოკრეფილი გაშლილი იყო აივანზე და გაარჩია თუ არა სრულად მამაჩემმა და დღეს უკვე უნდა ჩაგვებარებინა, რომ წინა ღამით მოგვპარეს.
წარმოდგენა არ მაქვს ვინ ჩაიდინა, მაგრამ 1 ტონამდე თხილის ტომარების გატანას რამდენიმე ადამიანი ნამდვილად დაჭირდებოდა.
უბრალლოდ რამე საეჭვო თუ შეგიმჩნევიათ ან ასე უეცრად თხილი გაჩნდა ვინმესთან, ვისაც აქამდე არ ქონდა, მადლობელი დაგრჩებით თუ შემატყობინებთ.
ვწუხვარ, რომ ასეთი თანამოქალაქეები გვყავს გვერდით და მთელი წლის ნაშრომ მოსავალს, ასე 1 ღამეში გვაცლიან ხელიდან. ” – წერს ჯგუფ “ხონის ფორუმში” Facebook მომხმარებელი