
სირიაში 10 წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად სულ მცირე 350 209 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა წარმოადგინა. სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც 2011 მარტიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს, 27 126 ბავშვი და 26 727 ქალი მოხვდა. ყველაზე მეტი ადამიანი ალეპოს პროვინციაში გარდაიცვალა.










