რა მომცა სამშობლომ?! – ამ სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში თენგიზ თოფურიძე აქვეყნებს:
სამშობიარო ტრავმა; სამი ლექსი: დედაზე, ახალ წელზე და მკერავ თინიკოზე; გაროხის სუფი, კისელი და ორი ცალი მანდარინის კამფეტი; საშუალო განათლება, პედკოლექტივის მხატვრული ცემის თანხლებით; ბუფეტის კატლეტი; მუსიკალური შვიდწლედი და ფორტეპიანოს ფობია; უნივერსიტეტში ვერჩაბარების და ავღანეთის შიშები; ცუდი უმაღლესი განათლება; დამოუკიდებლობით გამოწვეული სიხარული; იმედი; ომები; სიცივე, შიმშილი, სიკვდილი; იმედგაცრუება; უმუშევრობა; გამრავლებით გამოწვეული სიხარული; ხელფასი 37 ლარი; ვალები; ჰომოფობი და სოციოპათი ბოსები; არასაიმედო ადამიანები და უღირსი კონკურენტები; ბრძოლა გადარჩენისთვის; იმედი; იმედგაცრუება; გამრავლებით გამოწვეული სიხარული; ხელფასი 137 ლარი; ვალები; რევოლუცია; იმედი; ღირსების განცდა; სიამაყე; ხელფასი 737 ლარი; ჰომოფობი და სოციოპათი ბოსები; არასაიმედო ადამიანები და უზნეო კონკურენტები; ბრძოლა გადარჩენისთვის; გამრავლებით გამოწვეული სიხარული; საბანკო კრედიტები;
ომი; სიკვდილი; იმედგაცრუება; ყველაფერი ხელახლა, იმედის გარეშე, ოცნებასთან ერთად; ხელფასი 737 ლარი; ჰომოფობი და სოციოპათი ბოსები; არასაიმედო ადამიანები და უღირსი კონკურენტები; ცილისწამება; ბრძოლა; რეგრესი; უმომავლობის განცდა; საბანკო კრედიტები; შიგადაშიგ, პეიზაჟები, ფოლკლორი, პოლიფონია, რამდენიმე წიგნი, 2 მეგობარი; იმედგაცრუება; ემიგრაცია; მონატრება.
რამდენიმე გემო.” – წერს სოციალურ ქსელში თენგიზ თოფურიძე.
და, თქვენ რა მოგცათ სამშობლოს?! – დაწერეთ კომენტარებში










