რა კავშირი აქვს დათო ლიკლიკაძის სიყვარულის ისტორიას ევროკავშირში შესვლასთან – ვიდეოს ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს.
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სახალისო და მნიშვნელოვანი სიტყვით წნორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოვიდა. მან საყვარელი ქალისა და ევროკავშირის მოთხოვნებს შორის პოზიტიური პარალელები გაავლო.