საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული (3000 პირი, ძირითადად ტექნიკური პერსონალი, უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან)
ისრაელში – მასწავლებლების 100% არის აცრილი. 23 სექტემბრიდან არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.
ევროპაში გადავიდნენ “კოვიდ ბარათზე”.
იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო და არა უაზრო მაგალითები. დავნერგოთ: ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი საქართველოს ყველა მოქალაქეს.
უფასო კოვიდტესტირება!
ძირითადი/საკვანძო სფეროების თანამშრომლების 100% “ფაიზერით” (მოდერნასაც არაუშავს) ვაქცინაცია!
გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.










