ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსის პანდემია დასრულებულად ჩაითვლება თუ ვაქცინაციის მოცვა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს.
“აქ ლაპარაკია, პანდემიამ თავზე არ დაგვამხოს ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყანა არ ამოაგდოს საერთო რიტმიდან, რასაც ვხედავთ ამ ტალღებიდან გამომდინარე.
მინდა, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს, ჩვენ თუ მივაღწევთ, ვაქცინაციის მოცვის მაქსიმალურ მაჩვენებელს, არ მოვხვდებით კლინიკებში და მძიმე დაავადების განვითარების რისკებს შევამცირებთ, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს რომ პანდემია დასრულებულია.
მსოფლიოს განვითარებული სამყარო ამას 2022 წლის გაზაფხულისთვის მიაღწევს და სამწუხაროდ, ჩვენ დაგვაგვიანდება, თუ ფეხს ვერ ავუბამთ ამ ყველაფერს,”– განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.










