„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, ევროკავშირის ოფისთან, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მათ შორის მყოფმა ადამიანებმა არ დაუშვეს კონფლიქტის გამწვავება. მოგვიანებით ადგილზე პოლიციაც მივიდა.
მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს და ერთმანეთს “მონა” და “ნაძირალა” ეძახეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.
კობახიძემ მელიას მიმართა: “ნუ აწყობ პროვოკაციას”.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.










