LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისელი გოგოს მსოფლიო მიღწევები – გაიცანით მარიამ მაღლაკელიძე

ქუთაისელი გოგოს მსოფლიო მიღწევები – გაიცანით მარიამ მაღლაკელიძე

დაპოსტა 2021/09/23-ში
A A
746
ნახვა
გაზიარება

უნიჭიერესი ქუთაისელი მარიამ მაღლაკელიძე მსოფლიო მიღწევებით – მის შესახებ სტატიას ambebi.ge აქვეყნებს

მა­რი­ამ მაღ­ლა­კე­ლი­ძე არის ამე­რი­კის არ­ქი­ტექ­ტორ­თა კავ­ში­რის (AIA) ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი, ამე­რი­კის ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტორ­თა კავ­ში­რის (ASLA) წევ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის (MOMA) ხე­ლო­ვა­ნი.

რა გზა გა­ი­ა­რა წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­გორ ცხოვ­რობს, სწავ­ლობს და მუ­შა­ობს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც ამე­რი­კაა და რა გეგ­მე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე Ambebi.ge-ს თა­ვად უამ­ბობს.

 

– რო­გორც ვიცი, ქუ­თა­ის­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ…

 

– დიახ, გა­ვი­ზარ­დე ხე­ლო­ვან­თა მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში, სა­დაც ყო­ველ­თვის იყო დის­კუ­სია თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე. ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი დღე ინ­სპი­რა­ცია იყო სი­ახ­ლის­კენ. ბავ­შო­ბი­დან, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით გა­მო­ფე­ნებ­ში, კონ­კურ­სებ­ში, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რა­მაც დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემს პი­როვ­ნულ, მენ­ტა­ლურ და პრო­ფე­სი­ულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე.

– პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში რამ და ვინ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი და რა­ტომ აირ­ჩი­ეთ დი­ზა­ი­ნერ-არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა?

 

– ვფიქ­რობ, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სინ­თეზ­მა და ამ სფე­რო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა თა­ნაკ­ვე­თამ დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნია ჩემ­ზე – სფე­რო, რო­მელ­შიც დღეს ვმოღ­ვა­წე­ობ, დი­ზა­ი­ნი და არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სწო­რედ ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

 

– დღეს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობთ. მეც­ნი­ე­რე­ბის მა­გის­ტრან­ტის მო­წი­ნა­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის ხა­რის­ხიც მო­გე­ნი­ჭათ. რო­გორ მი­აღ­წი­ეთ ამას?

 

– სწავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქი­ტექ­ტუ­რის და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ვი­წყე, შემ­დეგ კი ერას­მუს პროგ­რა­მით წა­ვე­დი და ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ლი­სა­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვამ­თვრე. მა­გის­ტრა­ტუ­რა ტარ­ტუს უნი­ვერ­სი­ტში, ეს­ტო­ნეთ­სა და და­სავ­ლეთ ვირ­ჯი­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ვი­ა­რე. ასე­ვე, ავი­ღე კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რის ხა­რის­ხი მო­წი­ნა­ვე არ­ქი­ტექ­ტურლ დი­ზა­ინ­ში. ეს პროგ­რა­მა შექ­მნი­ლია გა­მო­ჩე­ნილ ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, ვი­საც უკვე აქვს მა­გის­ტრა­ტუ­რის ხა­რის­ხი დი­ზა­ინ­ში და ამ სფე­რო­ში ათა­სო­ბით აპ­ლი­კან­ტი­დან მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ხუთ პრო­ცენტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

კო­ლუმ­ბი­ის არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის პროგ­რა­მა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო პროგ­რა­მად ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ცი­უ­რი­ხის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ურ და გა­რე­მოს ევო­ლუ­ცი­ებს აყა­ლი­ბე­ბენ.

 

– ამე­რი­კა­ში სხვა­დას­ხვა კრე­ა­ტი­ულ ფირ­მა­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაც გქო­ნი­ათ…

 

– 2018 წლი­დან ვსაქ­მი­ა­ნობ­დი ნიუ-იორ­კის რამ­დე­ნი­მე კრე­ა­ტი­ულ ფირ­მა­ში დი­ზა­ი­ნერ არ­ქი­ტექ­ტო­რად. პირ­ვე­ლი ფირ­მა, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი დი­ზა­ი­ნი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფირ­მა იყო. 35 ოფი­სი­თა და 5.000-ზე მეტი თა­ნამ­შრომ­ლით. ბოლო ფირ­მა შე­და­რე­ბით პა­ტა­რა იყო, სა­დაც მთავ­რი აქ­ცენ­ტი მდგრად “Resilient“ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­სა და დი­ზა­ინ­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი.

 

– რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ამე­რი­კა­ში?

 

– სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ფირ­მა­ში ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, როცა პან­დე­მია და­ი­წყო. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე ნიუ-იორკში საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ყვე­ლა ფირ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და და ქა­ლაქ­ში ზო­გა­დად და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­იქ­მნა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ყვე­ლა­ფე­რი დას­ტა­ბი­ლურ­და.

 

– ცნო­ბილ და მა­ღა­ლი რან­გის პე­და­გო­გებ­თან გა­გივ­ლი­ათ სას­წავ­ლო კურ­სი… გვი­ამ­ბეთ ამა­ზე…

 

– კი… პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო მკვლე­ვარ-ასის­ტენ­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ეს ორ­მა­გად დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რად­გან ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ისე­თი ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან – სტი­ვენ ჰოლი, ბერ­ნარდ შუმი, მარკ ვიგ­ლი, ან­დრეს ჰაკი და სხვე­ბი.

ვცდი­ლობთ, შე­ვის­წავ­ლოთ ახა­ლი ფორ­მე­ბი და მა­სა­ლის სხვა­დას­ხვა აგ­რე­გა­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, მო­მავ­ლის უფრო მდგრა­დი და ეკო­ლო­გი­უ­რი დი­ზა­ი­ნის­თვის. მე, კონ­კრე­ტუ­ლად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას ბა­ი­ო­ფი­ლურ დი­ზა­ინ­სა და ბუ­ნებ­რივ მა­სა­ლებ­ზე, რაც წა­რად­გი­ნეს არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და დი­ზა­ი­ნის სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ჩვე­ნი ნაშ­რო­მი ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდა მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში.

 

– რო­გო­რია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც გი­წევთ ყოფ­ნა? ამას­თან, რა მოგ­ცათ ამე­რი­კამ გარ­და იმი­სა, რომ იქ გა­ნათ­ლე­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბას იღებთ?

 

– ამე­რი­კა დიდი ქვე­ყა­ნაა, არა მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად, მენ­ტა­ლი­ტე­ტი­თაც ძა­ლი­ან გან­ხვა­ვე­ბუ­ლია. ნიუ-იორ­კი და ესა თუ ის შტა­ტი, ამა თუ იმ ქვეყ­ნის მსგავ­სად, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლეთ ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი სტუ­დენ­ტი იყო არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან, მა­ინც უცხო სხე­უ­ლად აღ­გიქ­ვამ­დნენ. რაც ამარ­თლებს სტა­ტუს alien (ყვე­ლა არა ამე­რი­კე­ლი მო­ქა­ლა­ქე „alien“ სტა­ტუ­სით არის).

ნიუ-იორკში პირ­ვე­ლად 2017 წელს ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ როცა სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მო­ვე­დი, 2019 წლის და­სა­წყის­ში, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად მო­მეჩ­ვე­ნა, აქ სხვა შტა­ტებ­თან შე­და­რე­ბით “უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი“ არ ხარ, რად­გან უმე­ტე­სო­ბა ზუს­ტად შენ­ნა­ი­რია. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი თა­ვი­დან და დღემ­დე ჩემ­თვის კულ­ტუ­რულ, რე­ლი­გი­ურ, პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იყო.

ნიუ-იორკში მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე რუ­ტი­ნაა, ჩქა­რი მა­ტა­რე­ბე­ლი­ვით მიქ­რის, რო­მელ­საც ფეხი უნდა აუ­წყო. პან­დე­მი­ის შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თით­ქოს დრო­ე­ბით შე­ჩერ­და და გა­და­ფას­და ეს ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა.

 

– ამე­რი­კა­ში სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ არ მოგ­ცე­მო­დათ, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნით რა შე­დე­გი გექ­ნე­ბო­დათ?

 

– სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კამ­დე დიდი გზა გა­მო­ვი­ა­რე, პირ­ვე­ლად 15 წლის ასაკ­ში წა­ვე­დი გერ­მა­ნი­ა­ში სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში სას­წავ­ლებ­ლად, მას შემ­დეგ ყო­ველ­თვის მინ­დო­და, სწავ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში თან ვსწავ­ლობ­დი და თან – ვმუ­შა­ობ­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და, მე­ო­რე კურ­სზე უკვე ვიგ­რძე­ნი გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი, რაც ორ­მა­გი სტი­მუ­ლი იყო, რომ სწავ­ლა ევ­რო­პა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნით კი არ ვიცი, პრო­ფე­სი­უ­ლად დღეს ვინ ვიქ­ნე­ბო­დი.

 

– რას მი­იჩ­ნევთ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლად?

 

– ვფიქ­რობ, რომ წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან აბ­სტრაქ­ტუ­ლი სი­ტყვაა, რო­მელ­საც ხში­რად ათ­ვლის წერ­ტი­ლი არ აქვს და მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი სი­მაღ­ლით იზო­მე­ბა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ დღეს სა­დაც ვდგა­ვარ, ამის მთა­ვა­რი ფორ­მუ­ლა – მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვაა და ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით ლაგ­დე­ბა. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი, არა­მედ თა­ვად პრო­ცე­სი და სი­ა­მოვ­ნე­ბა ახ­ლის შექ­მნი­სა და შეც­ნო­ბის. ეს პრო­ცე­სი უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და ხში­რად ვერ ვგრძნობ, რამ­ხე­ლა ენერ­გი­ას და შრო­მას ვდებ ამა­ში.

 

– რო­გო­რე­ბი არი­ან ამე­რი­კე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი?

 

– ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ვე­დი, მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლი­დან (ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კა, აზია, რამ­დე­ნი­მე – აფ­რი­კი­დან და ევ­რო­პი­დან). ეს სა­ო­ცა­რი პრო­ცე­სია, მე­გობ­რობ რა­სის, ფე­რის, წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ყვე­ლა­ნა­ი­რი იერ­არ­ქი­ის გა­რე­შე. ამას ხაზს იმი­ტომ ვუს­ვამ, რომ ხვდე­ბი, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნად ერ­თია და ამა­ვე დროს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი.

– რო­მე­ლი­მე პე­და­გო­გის რა­ი­მე რჩე­ვის გახ­სე­ნე­ბა ხომ არ შე­გიძ­ლი­ათ, რაც თქვენ­თვის შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა.

 

– ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­მე ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ვის­გა­ნაც დიდი ინ­სპი­რა­ცია მი­მი­ღია, მა­გა­ლი­თად, 2016 წელს, ეს­ტო­ნეთ­ში ჩა­მო­ვი­და პრო­ფე­სო­რი ჩარლზ იული, რო­მელ­მაც ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ მი­თხრა, – ეს ძა­ლი­ან მომ­წონს. შენ ამე­რი­კა­ში უნდა ის­წავ­ლო. ამ დრო­სით­ვის ჰე­ნინგ ლარ­სე­ნის ფირ­მა­ში ვი­ყა­ვი სტა­ჟი­რე­ბა­ზე აყ­ვა­ნი­ლი, და­ნი­ა­ში, თუმ­ცა ეს ერთი წი­ნა­და­დე­ბა ჩემ­თვის იმ­დე­ნად დიდი ინ­სპი­რა­ცია იყო, ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მის­ და 6 თვის შემ­დეგ, სას­წავ­ლებ­ლად და­სავ­ლეთ ვირ­ჯი­ნი­ა­ში გა­და­ვე­დი.

სტი­ვენ ჰოლი ლექ­ცი­ას კი­თხუ­ლობ­და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, როცა ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის იო­ვას მოკ­ლე და­ხა­სი­ა­თე­ბა გა­ვუ­კე­თე. სტი­ვენს ძა­ლინ გა­უ­ხარ­და ჩემი კო­მენ­ტა­რი, ის ყო­ველ­თვის ყვე­ლა რე­აქ­ცი­ას, გაბ­რა­ზე­ბას თუ სი­ხა­რულს უმალ­ვე გა­მო­ხა­ტავს და მი­თხრა, რომ სწო­რედ ეს იყო მისი ჩა­ნა­ფიქ­რი. მე­უღ­ლეს, დი­მიტ­რა საქ­რე­ლი­ას კი სთხო­ვა, გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად ჩა­ე­ნიშ­ნა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი, თეი ქარ­ფენ­ტერ­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ტო­ში­კო მო­რის შვი­ლია, ხაზი გა­უს­ვა დღე­ვან­დელ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ზე­გავ­ლე­ნას არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ხელ­წე­რა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ერ­თგვა­რო­ვანს ხდის და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინვდი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­წე­რა და სტი­ლი მაქვს, რო­მელ­საც სხვე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­ში ამო­იც­ნობს და მირ­ჩია, ეს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი ის არის, რომ ჩვენ ამ დიდ თუ ძა­ლი­ან პა­ტა­რა დე­და­მი­წა­ზე, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ ჩა­სუნ­თქვას და ამო­სუნ­თქვას, ინ­სპი­რა­ცი­ას. რო­გორც ჩემ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრეს ჰა­კამ მი­უ­ძღვნა წელს შა­ნ­ჰა­ის ბი­ე­ნა­ლე ერ­თო­ბა­სა და ერ­თად ცხოვ­რე­ბას დე­და­მი­წა­ზე, ყვე­ლა მჭიდ­როდ ვართ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან.

 

– რო­გორ ჩანს სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კი­დან?

– სა­ქარ­თვე­ლო, უმე­ტე­სი ემიგ­რან­ტის­თვის დიდი მო­ნატ­რე­ბის სა­გა­ნია… სა­ქარ­თვე­ლო უცხო­ე­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, ევ­რო­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით ამე­რი­კა­ში განაგრძეთ კითხვა

გაზიარება298

დაკავშირებული -პოსტები

“რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მთავარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში
მთავარი

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის...

დაწვრილებითDetails

ცუდად ვარ, დახმარება მჭირდება – რას ყვება პატიმარი ციხიდან

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან – რა ხდება ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მთავარი

გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი დაჭრა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა.ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. "ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს...

დაწვრილებითDetails

“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
ამინდი

საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. კვირის დასაწყისში ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, შემდეგ კი რამდენიმე დღე შედარებით გამოიდარებს. კვირის ბოლოს ტემპერატურა კვლავ ზომიერად მაღალი იქნება. 6 ოქტომბერი - ქვეყნის მასშტაბით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"