საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გიორგი გახარიას “კოკაინშიკად“ მოხსენიებას ეხმაურება:
“მე, რა თქმა უნდა გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.
ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.
ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.
ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.
ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი “ოცნების” ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
კობახიძემ ერთ ერთ ინტერვიუში გიორგი გახარია “კოკაინშიკად” და “ნაციონალური მოძრაობის” ჭანჭიკად მოიხსენია.










