LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სუს-ი საფრთხეს უქმნის როგორც ჩემი პირადი, ისე ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას” – გრიგოლ ივანეიშვილი მთავრობას მიმართავს

“სუს-ი საფრთხეს უქმნის როგორც ჩემი პირადი, ისე ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას” – გრიგოლ ივანეიშვილი მთავრობას მიმართავს

დაპოსტა 2019/10/23-ში
A A
546
ნახვა
გაზიარება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს.

წერილი, რომელიც წყალტუბოს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მთავრობის მისამართით დაწერა, „ინტერპრესნიუსს” გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.

როგორც ივანეიშვილი წერილში აცხადებს, სასამართლო განხილვების პერიოდში, პროკურატურამ მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლო.

გრიგოლ ივანეიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდეს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი და თეიმურაზ ჩოჩუას წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია.

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ბოლო 25 წლის მანძილზე ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას წყალტუბოში. ჩემს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ეფუძნებოდა საკუთარ ძალისხმევას და უნარის რწმენას და არა ხელისუფლებასთან რაიმე ფორმით ურთიერთობის ან დამოკიდებულების შედეგად მიღებულ პრივილეგიებს. ბოლო შვიდი წლის მანძილზე, წყალტუბოში განვახორციელე დაახლოებით რვა მილიონი ლარის ინვესტიცია საკურორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნის მიმართულებით; მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო – რესტორანი „სტალაქტიდა“, ორიგინალური და შთამბეჭდავი ობიექტი „პრომეთეს“ მღვიმის მიმდებარედ დაჭაობებულ ადგილზე აღმოცენდა და დღემდე რჩება „პრომეთეს“ მღვიმის მიმდებარედ უმნიშნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ობიექტად. საკურორტო და ინფრასტრუქურული ობიექტების შექმნის პარარელურად მე საკუთარი რესურსით მოვაწესრიგე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ჩემი თანადაფინანსებით გაკეთდა „პრომეთეს“ მღვიმის გამოსასვლელთან მიმავალი გზა ე.წ. „საკალმახის“ უბნის მხრიდან, გარე განათების სისტემის მოწყობასთან ერთად.

2017 წლის სექტემბრიდან, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, ვიყავი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მე არ მისარგებლია თანამდებობრივი მდგომარეობასთან დაკავშირებული რაიმე პრივილეგიით – იქნებოდა ეს სამსახურეობრივი ავტომობილი, პრემია, ხელფასის მომატება და ა.შ. არ მქონია მცდელობა რაიმე ფორმით სატენდერო თემებში ჩართვის; მე ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვედი “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის შემოთავაზების შედეგად და ჩემი ერთადერთი მიზანი ხელისუფლებაში ყოფნის იყო ის, რომ ხელი შემეწყო ჩემი ქალაქის განვითარებისათვის.

2019 წლის იანვარში განხორციელდა ჩემი დაპატიმრება ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ჩემი პატიმრობის თითქმის, ცხრა თვის თავზე, სუს-ის აგენტ-პროვოკატორის ჩვენების მიღმა, ვერ ახერხებს მტკიცებულების წარმოდგენას ჩემს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად. ჩემთან დაკავშირებული ქრთამის თემა მზაკვრულად და ცინიკურად არის იმიტირებული სუს-ის მიერ; რეალობაში არ ყოფილა არავითარი ინვესტორი, სიტუაცია თავიდანვე იყო მოდელირებული აღნიშნული უწყების მიერ. სუს-ს ჩემს მიმართ ჰქონდა რეალური მიზეზი ანგარიშსწორებისა, რაც დაკავშირებულია აბსოლუტურად სხვა გარემოებასთან და განაპირობა ჩემმა უარმა სუს-ის არაოფიციალური კონტროლისთვის დამექვემდებარებინა ადგილობრივი თვითმართველობის ისეთი ფუნდამენტური ინსტიტუტი, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამეხადა იგი ანგარიშვალდებული სუს-ის წინაშე.

სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ჩემი და თ. ჩოჩუას წინააღმდეგ, დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ვიდრე წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანის საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში. ამ ანტისახელმწიფოებრივად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად, კურორტმა წყალტუბომ დაკარგა დაახლოებით, სამოცი მილიონი ლარის ინვესტიცია, საიდანაც თხუთმეტ მილიონ ლარზე უკვე ოფიციალური განაცხადი გაკეთებული იყო ინვესტორის მხრიდან ეკონომიკის სამინისტროში (გასული წლის ივნისში); საინტერესოა, რატომ დაბლოკა ეკონომიკის სამინისტრომ კურორტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საინვესტიციო შემოთავაზება თვეების მანძილზე, ვიდრე ინვესტორმა უარი არ თქვა საკუთარ შემოთავაზებაზე.

მაშინ, როდესაც მე ჩემი ქალაქის საკეთილდღეოდ ინვესტორების მოზიდვას ვცდილობდი (და ეს ადგილობრივ ხელისუფლებაში ჩემს მოსვლამდე წლებით ადრე დაიწყო), სუს-ი დაკავებული იყო ჩემი უკანონო თვალთვალით და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმართველობიდან ჩემი კოლეგების ჩართვას და გამოყენებას ცდილობდა.

მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ თუ რა მიზეზს ემსახურებოდა ჩემი და ჩოჩუას წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც უფრო ღრმა ფესვები აქვს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს; იმ ფონზე, როდესაც სუს-ის მიერ მომზადებული აგენტ-პროვოკატორის ჩვენებაზე დაყრდნობით ჩემი და თ. ჩოჩუას წინააღმდეგ განხორციელდა ესოდენ მასშტაბური ოპერაცია, გამოვთქვამ მზადყოფნას ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ვარაუდები გავამყარო შესაბამისი არგუმენტებითა და ფაქტებით.

სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ამ სპეცოპერაციის შედეგად აბსოლუტურად ძალადობრივი ფორმით დაირღვა ჩემი, როგორც პიროვნების, მოქალაქის და ბიზნესმენის უფლებები. გარდა ამისა, ჩემდამი ხელოვნურად წაყენებული ბრალის შედეგად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აღმოჩნდა ჩემს მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ვაცნობიერებ რა სუს-ის მიმართ ჩემს ღია დაპირისპირებაში შესვლის მომენტს, ასეთ ვითარებაში (როდესაც სუს-მა ყველა ხერხი და ღონე იხმარა ბრალის ხელოვნურად დამძიმების მიზნით), მიმაჩნია, რომ სუს-ი საფრთხეს უქმნის როგორც ჩემი პირადი, ისე ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

მივმართავ ხელისუფლებას და პარტიის თავჯდომარეს, დაინტერესდეთ აღნიშნული გარემოებით, რათა დაცულ იქნას ამ პროცესში სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და დემოკრატიული საზოგადოების უმაღლესი ღირებულება – პიროვნების უფლებები და თავისუფლება – იმ დეკლარირებული პრინციპების, რის გამოც 2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების ცვლილებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ”, – აცხადებს გრიგოლ ივანეიშვილი.

შეგახსენებთ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად ასევე დაკავებულია ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუაც. ჩოჩუასა და ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

თეგები: გრიგოლ ივანეიშვილიწყალტუბომთავრობასუსქრთამის აღება
გაზიარება261

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მთავარი

ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა - ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედრაცია ავრცელებს. "მარიამ მიქაძე - საქართველოს ჩემპიონი 8 წლამდე გოგონათა შორის! მარიამმა, ელვისებურ ჭადრაკშიც იმარჯვა 9-იდან 8 ქულით...

დაწვრილებითDetails

დაახლოებით 10 000-მდე ადამიანს C ჰეპატიტი დადასტურებული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მიდიან და მკურნალობას არ იტარებენ – ზაზა ლომინაძე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადებს. როგორც ლომინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 80 ათასზე მეტი ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განკურნებულია. მისივე...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ – გელა გელაძე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს – გელა გელაძე
მთავარი

პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ აღნიშნა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ...

დაწვრილებითDetails

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 7 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. ახალი საქმის დაწყება გაგიმარტივდება, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.   ტყუპები   საინტერესო სიახლე ან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.   გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   დაჭრილი...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"