პარტია “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიზანი ქვეყანაში კრიტიკული აზრის დახშობაა.
“ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის. ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა.
ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას.
სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
“ლელო” მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” საზოგადოება მას 2 ოქტომბერს გამოუტანს სათანადო ვერდიქტს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.










