დიდი გარჩევა თურქეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ შორის… ცნობილი ხდება, რომ კრიმინალური დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ქურდული სტატუსი ჩამოართვეს „კანონიერ ქურდს“ ჯეირან კინწურაშვილს, მეტსახელად „ხონსკის“ – ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
მას დროებით საცხოვრებელ სახლში ასევე ქართველი „კანონიერ ქურდები“ რამაზ ძნელაძე, ბესო კუპრეიშვილი და მალხაზ მგალობლიშვილი, იგივე „ყურშა“ გაუსწორდნენ.
დაპირისპირების მიზეზი ე.წ. ქურდული “ობშიაკიდან” თანხის მითვისება სახელდება. აქვე გაიჟღერა „კანონიერი ქურდის“ მამუკა კვიჟინაძის გვარმაც, რომელთანაც კინწურაშვილს დიდხნიანი დაპირისპირება აკავშირებს.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოში, კერძოდ, სოფელ ახალდაბაში მოკლეს კვიჟინაძის ახლო მეგობარი, 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი.
მანამდე ტრაპზონში თავდასხმა მოხდა ჯეირან კინწურაშვილის გარემოცვაზე, რამდენიმე ადამიანი მაშინ მძიმედ დაშავდა.










