აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერების ერთობლივ სტატიაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ კორონავირუსის მესამე, ე.წ. “ბუსტერული” დოზით მთელი მოსახლეობის აცრა საშირო არ არის.
მეცნიერების განმარტებით, ე.წ. „ბუსტერულ“ დოზასთან დაკავშირებით მეტი კვლევებია საჭირო.
“ბუსტერულ” დოზასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ადეკვატურად კონტროლირებადი კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური მონაცემების ზუსტ ანალიზს, ან ორივეს ერთად უნდა ეფუძნებოდეს. არსებული მტკიცებულებები არ აჩვენებს, რომ საჭიროა „ბუსტერული“ დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია”, – აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის, დამატებითი დოზა, შესაძლოა, სასარგებლო იყოს. ეს ეხება ადამიანებს, ვისაც სუსტი იმუნიტეტის აქვს.










