„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, იტალიაში, ნეაპოლში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს.
„ცოცხალია დაკარგული ემიგრანტი. ის საავადმყოფოშია და კოვიდს ებრძვის, გამოჩნდა!“, – წერს სიხარულიძე.
ცნობისთვის, ნატო სოხაძე ერთი კვირის მანძილზე შვილებთან კონტაქტზე არ გასულა.