
ქართველი მუსიკოსის, ნათია ჭიჭინაძის, იგივე Creams-ის ტრეკი Sleep On Me, ნეტფლიქსის სერიალ ლუციფერში გამოიყენეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მუსიკოსმა მისსავე მსმენელებს აუწყა – “ყველგან მინდა დავწერო რომ ჩემი ტრეკი “Sleep on me” მოხვდა Lucifer -ის ეპიზოდში. განსხვავებული და ძაალიან კარგი შეგრძნებაა როცა შრომა ამ სახით გიფასდება და მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც ერთი ოფლის წვეთი, ჩადებული დრო და რესურსი არ დაგეკარგებათ, თუ ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეებს”










