სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია ჯინჯოლავა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
“ესე იგი, ჩემს გვერდზე შენდება, სავარაუდოდ, მორიგი ყიფშიძის 2 ნომერი ( ყველა ახალ შენობას ამ ნომერს ანიჭებენ)
უთვალავსართულიანი კორპუსი, რომლის დაახლოებით მე-20 სართულზე კედელი ჯერ გადმოწვა და ახლა სულ ჩამოინგრა. მშენებლობაში ვერ ვერკვევი, ეგებ ნორმალური ამბავიცაა, მაგრამ, იქნებ არცაა?
ყიფშიძის ორი ნომრის მცხოვრებლებს ჰკითხეთ ერთი, საკუთარ ეზოში ეს არ აწუხებთ, ქუჩის იქით მშენებლობებს რომ დასდევენ?
თბილისის მერია და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, შეხედეთ ერთი, რამე უბედურება არ გვჭირდეს”, – წერს ნათია ჯინჯოლავა “ფეისბუქში”.










