LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მამა გარდაიცვალა, მთხოვა ხელი ჩამეკიდა და რამე კარგზე მელაპარაკა – ქეთევან ცალუღელაშვილი

მამა გარდაიცვალა, მთხოვა ხელი ჩამეკიდა და რამე კარგზე მელაპარაკა – ქეთევან ცალუღელაშვილი

დაპოსტა 2021/09/13-ში
A A
3.5k
ნახვა
გაზიარება

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთევან ცალუღელაშვილი კოვიდინფიცირებული მამის გარდაცვალების შესახებ წერს და ტრაგედიამდე კლინიკაში გადატარებულ მძიმე დღეებს აღწერს.

“დღეს მეცხრე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამას სულს ანგელოზები უფალთან მეორედ წარადგენენ

ეს ფოტო გადავიღე იმ მიზნით, რომ როდესაც ყველაფერი მშვიდობით დასრულდებოდა სიამაყით დამედო თუ როგორ გავიმარჯვეთ ერთად ყველა სნეულებაზე. თუმცა, სცენარი სხვაგვარად განვითარდა, მამიკომ დაგვტოვა, მაგრამ არასდროს ვიტყვი რომ ჩვენ დავმარცხდით, იმის მერე რაც უფალმა მამა გაიყვანა ამ წუთისოფლიდან კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მამა კი არ დამარცხდა არამედ გაიმარჯვა (ამაში ორმაგად მარწმუნებს ის მოვლენები, რომლებიც მამას გარდაცვალების დღიდან დაიწყო და რასაც შეგნებულად არ მოვყვები საჯაროდ) გაიმარჯვა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებით ამ წარმავალ დროებაზე და ამგვარად მარადიული სიცოცხლე შეიძინა.

მამა გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა.

იმისდა მიუხედავად, რომ ბავშვობიდან არასდროს მაშინებდა საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაზე ფიქრი და თავი ძალიან ძლიერი მეგონა, მამას საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, როდესაც უფლება მქონდა საკუთარი ხელებით მომევლო მისთვის, დავრწმუნდი, რომ ძალიან მეშინოდა, მეზიზღებოდა სატურაციის საზომი აპარატი, რომლის ერთი ნიშნულის ცვლილებაც კი გულს მიხეთქავდა, მამას უზარმაზარ ჭრილობას მუცელზე ხშირად სრულიად მარტო ვუმუშავებდი, რაც პირველ დღეს საერთოდ ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ როდესაც პირველად ვნახე ნერვიულობისგან გავფითრდი და ჩავიკეცე, თუმცა ვიცოდი რომ მამას ჰაერივით ვჭირდებოდი და მისთვის უნდა გამეძლო ეს მძიმე დღეები.

17 აგვისტოდან დავიწყე ცხოვრება მხოლოდ იმისთვის, რომ მამა სახლში ჯანმრთელი დამებრუნებინა და დედას ცრემლები აღარ დამენახა.

21 აგვისტოს პირველად მეგონა რომ მამა მტოვებდა, უცბად შეუძლოდ გახდა, ტემპერატურამ აუწია, თვალები დახუჭა, მთხოვა ხელი ჩამეკიდა და რამე კარგზე მელაპარაკა – “დედაზე მელაპარაკე, მარიამზე მელაპარაკე, ნიკაზე მელაპარაკე, თიანეთზე მელაპარაკე…”

ყელში მობჯენილი ბურთი მახრჩობდა და მიხაროდა ჩემს ცრემლიან თვალებს რომ ვერ ხედავდა, მაგრამ აკანკალებულ ხმას ვერაფერს ვშველოდი, უცბად მამას გაბუჟება დაეწყო, თქვა რომ სასიამოვნო სიმსუბუქეს გრძნობდა, ტირილით გავვარდი განყოფილების უფროსთან და მამას საშველად დავუძახე, მაშინ გადავრჩით…

23 აგვისტო

მამამ დილით ადრე დარეკა და დაიბარა დღეს ქეთევანი ადრე მოვიდესო, ეს უკვე ცუდად მენიშნა, პირველი ის იყო, რომ მივხვდი იმ არაადამიანი ექთნის მორიგეობა იყო, ვისიც მამას სიკვდილივით ეშინოდა, მეორე კი ადგილზე მისულს დახვედრილი სიტუაცია დამხვდა, მამა ჭრილობიდან გამოსული სისხლნარევი სითხით დავსელებულ თეთრეულში იწვა, ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო, მხოლოდ და მხოლოდ მისი დაბალი სატურაციის გამო (თუმცა მამას მოწესრიგებაში იმ წუთას ეს საერთოდ ხელს არ გვიშლიდა) სიმწრისგან მინდოდა დამეხრჩო ის ექიმები ასეთი გულცივობისთვის, მათთვის მამა ერთ-ერთი რიგითი პაციენტი იყო – ჩემთვის კი ყველაფერი.

იმ დილას ყველაფერი მარტომ გავაკეთე, ჭრილობა სულ მარტომ დავუმუშავე, სიმწრის ოფლი მასხავდა, მინდოდა ხმამაღლა მეღრიალა, მაგრამ ერთი ცრემლიც არ ჩამოვაგდე, იმიტომ რომ ვიცოდი მამა მიყურებდა და თითოეულ ჩემს მოძრაობას დაძაბული აკვირდებოდა, ვეხვეწებოდი მშვიდად ყოფილიყო, რომ სუნთქვა არ აჩქარებოდა, რადგან ეს ავტომატურად სატურაციის კლებას გამოიწვევდა, მითხრა არ ინერვიულო ნახე ახლა 90-ზე თუ არ ავწიოო და არც მეტი არც ნაკლები მონიტორზე 92 ზე აიწია სატურაციის მაჩვენებელი, მშვიდობით დავამთავრეთ ყველაფერი მაგრამ 15 წუთში დაიწყო ჯოჯოხეთი, მამას სუნთქვა სულ უფრო და უფრო გაუძნელდა, მთხოვა წყალი მომესვა სახეზე და ნელ-ნელა გალურჯება დაიწყო, ექთნებს დავუძახე საშველად და მამას შუბლის, ყურების, მხრების გიჟივით ზელვა დავიწყე, ვემუდარებოდი რომ ესუნთქა, ესუნთქა და კიდევ ესუნთქა, ამ დროს მამას ტელეფონზე დედასგან ზარი შემოვიდა, თუმცა საპასუხოდ არავის ეცალა (როგორც შემდეგ გავიგე ზუსტად მაგ წუთებში, როდესაც მამა კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, მასზე დარდისგან დედა სახლში ჩაკეცილა და ცუდად გამხდარა).

მამა რეანიმაციაში ცოცხალი შევიყავნეთ, თუმცა ეს იყო დასასრულის დასაწყისი… 13 დღე ყველა ჩვენი კეთილისმსურველი, ყველა სასულიერო პირი, ყველა მონასტერი სადაც ხმა მიმიწვდებოდა მამამ ერთ მუშტად შეგვკვრა და ერთი მიზნისთვის გაგვაერთიანა, რომ კიდევ გაგვთენებოდა ერთად ჩემს ოჯახს ლამაზი დღეები…

…. 4 სექტემბერს მამა-ჩემი უფალმა გაიყვანა და მარადიულ სიცოცხლეს აზიარა.

ჩვენ დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს: ერთი რომ მამას სული უკვდავია და მასთან განშორება არაა მარადიული, და მეორე ­ ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის განსაზღვრაში, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მისთვის”,- წერს ქეთევან ცალუღელაშვილი.

გაზიარება1401

დაკავშირებული -პოსტები

სროლა თბილისში – რა მოხდა ადგილზე

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება....

დაწვრილებითDetails

პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.   მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა....

დაწვრილებითDetails

ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილო

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა. ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი...

დაწვრილებითDetails

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.   არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.   საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.   ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"