შემზარავი ტრაგედია დატრიალდა საბერძნეთში. პეტრუპოლში, კლდიდან 15 წლის გოგონა 14 მეტრის სიმაღლიდან მაშინ გადმოვარდა, როდესაც ის ფოტოს იღებდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდამ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

მედიის ცნობით, გოგონა კლდეზე რამდენიმე თანატოლთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა. ერთი ვერსიით, გოგონას მისმა ერთმა მეგობარმა თმაზე მოქაჩა, რის გამოც წონასწორობა ვეღარ დაიცვა და კლდიდან გადმოვარდა.
ადგილზე მისულ მაშველებსა და პოლიციას, დაშავებული გოგონა გონზე დახვდათ. დაშავებული ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაზიანებული აქვს თავის ტვინი, კისერი და ოთხივე კიდური.










