,,აი ეს არის მეგობრებო, პოლიტიკური კლასი .
დავაკვირდეთ რა ხდება.
ამერიკას ყავდა გვარად ბუში პრეზიდენტი, ოღონდ ერთი კი არა, არამედ ორი ბუში.
ანუ მამა ბუში და მისი შვილი ასევე ბუში, ჯერ ერთი იყო პრეზიდენტი, მერე მეორე.
ორივე ბუშს ჰქვია ჯორჯი.
დიდი ბუში გარდაიცვალა , ეს კი მისი გარდაცვალების ცერემონიალია ერთ-ერთ ამერიკულ ტაძარში.
პრეზიდენტის გასვენებაში , ბუნებრივია უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტებმა რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრეზიდენტები.
დავაკვირდეთ რა ხდება ეხლა.
შემოდის გარდაცვლილის შვილი , ჯორჯ ბუში ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის , მიდის იმ ადგილისკენ სადაც პრეზიდენტები სხედან მეუღლებიით , ყველას სათითაოდ ესალმება და მადლობას უხდის მობრძანებისათვის.
ის მიესალმა , დონალდ ტრამპს მეუღლით,
ბარაკ ობამას მეუღლით,
ბილ კლინტონს მეუღლით,
და ყველაზე მხრცოვან , ამერიკის პრეზიდენტს ჯიმი კარტერს.
შეგახსენებთ, რომ ეს ის პრეზიდენტი ბუშია, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს.
და ეს ყველაფერი ხდება , სულ რაღაც ორასი წლის სახელმწიფოში, როგორიც ამერიკაა.
ამ დროს 4000 წლის საქართველოში, საკუთარ პრეზიდენტს დასაჭერად დასდევენ და საკუთარ ქვეყანაში არ უშვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ პოლონეთის პრეზიდენტის გარდაცვალებაზე ვენოკი და პიჯაკი იყიდა.
აი ხომ ხედავთ , რამდენად ჩამოვრჩებით განვითარებულ სამყაროს და რამდენი გვაკლია თუნდაც ამერიკამდე.
დააკვირდით და ისიამოვნეთ, ეს არის პოლიტიკური ჰაი კლასი ამერიკის შესრულებით .
?????”-აქვეყნებს ფბ. გვერდი ,,ამერიკა ამერიკა“










