ნიკა გვარამიამ მერობის კანდიდატებთან დაკავშირდბული სკანდალური ინფორმაციების ნაწილი გაასაჯაროვა

194
ნახვა

“მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში “აქცენტები” მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების შესახებ სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაცული დოკუმენტაცია გაასაჯაროვა. მან თქვა, რომ თვითმმართველობს არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატებს აყურადებდნენ და მათზე პერსონალურ ინფორმაციას იღებდნენ.

მარნეული – კენან ომაროვი

რეკრუტირებულია ანუ “დავერბოვკებულია” ქვემო ქართლის უშიშროების სამმართველოს მიერ 2007 წელს. აგენტურული ფსევდონიმი “ლევანი”. მითითება – ჩაწერა, გადაღება, მოწოდება.

დმანისი – კობა მურადაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, თბილისის მარჯვენა სანაპიროს სამმართველოში. გიორგი რურუას საქმის პროკურორი. 2019 წელს – თბილისის პროკურორის მოადგილე, 2020 წელს გურიის, ხოლო 2021 წელს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მისი დავალებით, იარაღი ჩაუდეს გიორგი რურუას, რასთან დაკავშირებითაც არსებობს სკანდალური ფარული ჩანაწერები, სადაც ის ითხოვს 15 მოწმის მიყვანას 21 ივნისის ღამის დარბევიდან, ვინც ნებისმიერი შინაარსის ჩვენებას დაადასტურებს ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ.

წალკა – ილია საბაძე

შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე – 2011-12 წელი.

2003-11 წელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს წალკა – თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი. მანამდე უშიშროების სამინისტროს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი. 1993-99 წლებში კი იკავებდა წალკის უშიშროების სხვადასხვა თანამდებობებს.

თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური

1995-2011 წლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა თანამდებობები.

2011-15 წლები კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს დეპარტამენტის უფროსი

თელავი – ლევან ანდრიაშვილი

2012 –

სუს-ის აგენტები, ფარული მოსმენები და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი – “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები”, ნიკა გვარამიამ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის გასაიდუმლოებული დეტალები გაასაჯაროვა:

მარნეული – კენან ომაროვი

რეკრუტირებულია ანუ “დავერბოვკებულია” ქვემო ქართლის უშიშროების სამმართველოს მიერ 2007 წელს. აგენტურული ფსევდონიმი “ლევანი”. მითითება – ჩაწერა, გადაღება, მოწოდება.

დმანისი – კობა მურადაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, თბილისის მარჯვენა სანაპიროს სამმართველოში. გიორგი რურუას საქმის პროკურორი. 2019 წელს – თბილისის პროკურორის მოადგილე, 2020 წელს გურიის, ხოლო 2021 წელს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მისი დავალებით, იარაღი ჩაუდეს გიორგი რურუას, რასთან დაკავშირებითაც არსებობს სკანდალური ფარული ჩანაწერები, სადაც ის ითხოვს 15 მოწმის მიყვანას 21 ივნისის ღამის დარბევიდან, ვინც ნებისმიერი შინაარსის ჩვენებას დაადასტურებს ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ.

წალკა – ილია საბაძე

შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე – 2011-12 წელი. 2003-11 წელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს წალკა – თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი. მანამდე უშიშროების სამინისტროს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი. 1993-99 წლებში კი იკავებდა წალკის უშიშროების სხვადასხვა თანამდებობებს.

თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური

1995-2011 წლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა თანამდებობები. 2011-15 წლები კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს დეპარტამენტის უფროსი

თელავი – ლევან ანდრიაშვილი

2012 – შსს-ს რიგითი თანამშრომელი; 2014-17 – მომსახურების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი; 2016-17 – შსს-ს რეგიონული სამმართველოს უფროსი; 2018-20 – შსს-ს პროექტების განვითარების სამმართველო; 2020 წლიდან რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შსს-ში;

ყვარელი – გივი ზაუტაშვილი

ყვარლის მოქმედი მერის მოადგილე; 2014 წელი – ყვარლის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი; 2011-2012 – განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ყვარლის ცენტრის კოორდინატორი; 2007-2011 – ყვარლის გამგეობის აპარატის მთავარი სპეციალისტი; 2006-2007 – გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი; გადაბირებულია კახეთის კუდ-ის სააგენტოს მიერ. 2007 წელი. აგენტურული ფსევდონიმი “ფარი”; ევალება: საჯარო სამსახურში ინფორმაციის მოკრება და სუს-ისთვის მიწოდება;

სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი 

2007-2008 – ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მრჩეველი; 2004-2007 – აღმასრულებელი ხელისუფლება – ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2004 – “ნაციონაური მოძრაობა – დემოკრატების” პარტიული სიით მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი; 2003-2004 – პრეზიდენტ სააკაშვილის რეგიონული მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი; 1999-2001 წელი – სიღნაღის გამგებელი მოქალაქეთა კავშირიდან; 1998-99 წელი – შევარდნაძის რწმუნებულის მოადგილე კახეთში; 1995-98 – პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას თანაშემწე რეგიონულ საკითხებში; 1994-96 – მოქალაქეთა კავშირის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გადაბირებულია 2003 წელს ე.წ. სამინისტროს კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ. მიზანი: საჯარო სამსახურში საჯარო მოხელეების ჩაწერა, ინფორმაციის მოგროვება და ცენტრისთვის მიწოდება. აგენტურული ფსევდონიმი “ჩეროკი”. 2005 წელს აღნიშნული აგენტი გადაიბარა მისმა სამართალმემკვიდრემ, კუდ-მა.

ქარელი – ზაზა გულიაშვილი

2014 წლიდან – მოქმედი მერი. მეტსახელი “ჩლიქოსანი”. ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი. დაკავებული ბათუმში, გადმოყვანილი ქარელში პატიმრობას იხდიდა უკრაინაში. 2000 წლამდე მუშაობდა სლოტ-კლუბისა და საუნის დაცვის უფროსად. 2008 წელს გადმოიბირა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარმა სამმართველომ. დავალება – ფარული ვიდეოჩანაწერების განხორციელება მაღალჩინოსნებზე.

ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე ​

2017-2021 მოქმედი მერი. 2016 წელი – ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2005 წელი-  გადმოიბირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერის მიერ. დავალება – საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება ცენტრში. აგენტურული ფსევდონიმი – “ქეთელაური”

ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი

2018- საკრებულოს მაჟორიტარი წაღვერიდან 2020 საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2009 წელი – ​გადმოიბირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ. დავალება – საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება ცენტრში. აგენტურული ფსევდონიმი – “ერეკლე”.

ადიგენი – გოჩა ქიმაძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ორგზის მაჟორიტარი ადიგენში. 1999-2004 მაჟორიტარი ადიგენში  ბლოკიდან “ახალი საქართველოსთვის” (მოკავშირე და სოციალური პარტიის ბლოკი). 2007 წელს
გადმობირებულია კონტრდაზვერის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მიერ. დავალება – საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ასევე სასკოლო კონტიგენტზე. ფსევდონიმი – “მამლუქი”

ახალქალაქი – მელქო მაკარიანი

ორი მოწვევის საკრებულოს წევრი. საქართველოში უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, ამიტომ ჩააბარა სომხეთის “გიუმრის” პედაგოგიურში, რომელიც საქართველოში აკრედიტირებული არ არის.

2013 წელი – “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი.  2014 წელი – ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა კახა კუკავას ოლქიდან. ფრაქცია “თავისუფლი საქართველოს” თავმჯდომარე. 2017 – იყო “ოცნებიდან” იგივე ფრაქციაში შევიდა. 2020 წელს – ახალქალაქში საარჩევნო შტაბის უფროსი.

2010 წელს გადმობირებულია. დავალება – ადგილობრივი პოლიტიკური ძალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება ცენტრში. მეტსახელი “კამი”

ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი 

2008-2009 წლები- სკოლის დირექტორი ნინოწმინდაში. 2009-2011 წლებში – ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი. 2014-2017 წლები – საკრებულოს დეპუტატი, ენზელ მკოიანის კადრი.  2017-2021 წლები – ნინოწმინდის მერი. აუდიტის დასკვნით, მისი მერობის პერიოდში მკოიანის კომპანიისგან საწვავი საბაზრო ფასზე რამდენჯერმე ძვირად იყიდა და ამით ბიუჯეტს 200 000 ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. 2007 წელს – გადმობირებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მიერ აგენტურული ფსევდონიმი “აგავა”.

მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი

შსს-ში მუშაობს 90-იანი წლებიდან. 2003-12 წლები შსს-ს სხვადასხვა პოზიციები. 2016 წელი შსს – მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი, 2018 წელი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი.

ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი

1998-99 წლები შევარდნაძის დროს რწმუნებულის მრჩეველი იმერეთში. 1999-2004 წლები – სხვადასხვა საერთაშორისო სოციალური პროგრამები. 2006-2014 – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს დირექტორი. 2014 წელი – იმერეთში გუბერნატორის კოორდინაციის სამსახურის უფროსი. 2016-20 – იმერეთის გუბერნატორის მოადგილე. 2020 – შუალედური არჩევნები, ჭიღვარიას გადადგომის შემდეგ ხახალეიშვილი იკავებს მის ადგილს. გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ იგორ გიორგაძის დროს, 1994 წელს.

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილო

გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა. ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი...

დაწვრილებითDetails

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.   არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.   საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.   ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე

ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.  შემოწმების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები