“წლებია ეს ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ, მაგრამ მე მგონია რომ ახლა ვართ იმ ზღვარზე, რომლის იქითაც დიდი საფრთხე გვაქვს.
მარტო ჩვენ კი არა ამ თაობას ან ჩვენზე ახალგაზრდებს, ვინც ჩვენ გარშემოა, არამედ მომავალ თაობებს წაერთვას შანსი, რომ ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ.
ამიტომ ჩვენი ვალი, მორალური და ისტორიული მისია, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი, მტრებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, არ მივცეთ ამის შესაძლებლობა. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.










