LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მასიური მოწამვლა ოზურგეთში

რა დარღვევებია ქუთაისის, თბილისისა და რუსთავის ბაგა-ბაღებში – მფლანგველი დეტექტორი

დაპოსტა 2021/09/11-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს, 2019 წლის მონაცემებით, 256 მოქმედი საბავშვო ბაღი აქვს.

,,მფლანგველი დეტექტორის” მიერ გავრცელებული ინფორმაციითა ხალი ბაღების მშენებლობისთვის დახარჯულია 43 მილიონზე მეტი, ხოლო რემონტზე 5 მილიონ ლარზე მეტი.მათივე ცნობით, უდიტის სამსახურის მიხედვით “არც ერთი მათგანის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს”.

,,მიუხედავად ხარჯებისა, არ უმჯობესდება შენობების ინფრასტრუქტურა და არ არის გამართული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი – იქაც კი, სადაც კაპიტალური რემონტი ჩატარდა ან ახალი შენობები აშენდა.

ამასთან ერთად თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს ა(ა)იპ-ები, რომლებიც ადგენენ ბაღების მართვის სტრატეგიას და ჩართულები არიან ყოველდღიურ პროცესში. ქვევით წარმოდგენილი დაფინანსებები ჯერ ამ იურიდიულ პირებს გადაეცემათ, შემდეგ კი ისინი ანაწილებენ თითოეულ საბავშვო ბაღზე.

თბილისში არსებობს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ქუთაისში ბაგა-ბაღების გაერთიანება, რუსთავშიც საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება, ხოლო ფოთში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება.

თბილისში ბაღების დაფინანსება 2014 წელს 70,761,000 ლარს შეადგენდა და აღსაზრდელთა რაოდენობა ამავე წელს 60,321 ბავშვს. 2019 წელს კი დაფინანსებამ 134,767,000 ლარი შეადგინა, ხოლო აღსაზრდელთა რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა – 60,968 ბავშვამდე. გამოდის, რომ 2014 წელს სააგენტო ერთ ბავშვზე 1,173 ლარს ხარჯავდა, ხოლო 2019 წელს ეს ნიშნული საგრძნობლად გაიზარდა – 2,209 ლარამდე.

დაფინანსება გაეზარდა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შესულ 37 ბაღსაც. 2014 წელს მათი დაფინანსება 7,228,000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს ამ ნიშნულმა 11,046,000 ლარს მიაღწია. ამასთან ერთად, გაიზარდა აღსაზრდელთა რაოდენობა, თუ 2014 წელს მათი რაოდენობა 7,913 იყო, 2019 წელს რიცხვი 9,439 ბავშვამდე გაიზარდა.

აღსაზრდელთა რაოდენობა და დაფინანსება მზარდია რუსთავშიც. 2014 წელს რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შესული 21 ბაგა-ბაღის დაფინანსება 4,386,000 ლარი იყო, ხოლოდ 2019 წელს 6,961,000 ლარი. აღსაზრდელთა რაოდენობა კი 2014 წელს 6,181 იყო, ხოლო 2019 წელს ბაღებში ბავშვების რაოდენობა 6,518-მდე გაიზარდა.

ფოთის მუნიციპალიტეტში 2019 წლის მონაცემებით 16 საბავშვო ბაღია. მათი დაფინანსება 2014 წელს 1,756,000 ლარი იყო, ხოლო 2019 წელს – 2,548,000 ლარი შეადგინა. აღსაზრდელთა რაოდენობა კი 2014 წელს 1,502 ბავშვი იყო, ხოლო 2019 წლისთვის 1,996 ბავშვი შეადგენდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია ამ წლების განმავლობაში რა მდგომარეობაში იყო საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა, რამდენად იყო გათვალისწინებული ზოგადად დადგენილი სტანდარტები ბავშვების აღზრდის დროს და ასევე, რა ოდენობის თანხა იხარჯებოდა მათთვის ინტელექტურალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაზე.

აღმოჩნდა, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობაზე გადახდილია 43,999,400 ლარი, ხოლო 5,591,200 ლარი დახარჯულია უკვე არსებული ბაღების კაპიტალურ რემონტზე, თუმცა მიუხედავად დახარჯული თანხებისა ბაღების საკუთრებაში მყოფი შენებობები სრულად ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რაც ქვეყნის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ოთხივე მუნიციპალიტეტს ჯამში 256 მოქმედი ბაღი აქვს, თუმცა “არც ერთი მათგანის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს”. შენობებში სრულად არ არის სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი, იქაც კი, სადაც კაპიტალური რემონტი ჩატარდა ან ახალი შენობები აშენდა. აღსანიშნავია, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟება არსებითად არ გაზრდიდა მშენებლობის ღირებულებას.

თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში საბავშვო ბაღების დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ზრდა არ აისახება შენობების ინფრასტრუტურასა და ბაშვებისთვის ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაზე.

 

ოთხივე მუნიციპალიტეტმა საკუთარი ბიუჯეტებიდან 2014-2019 წლებში საბავშვო ბაღების განკუთვნილ სხვადასხვა სერვისზე ჯამში 715,043,000 ლარი დახარჯა, აქედან ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის წილი 100,909,200 ლარია, დანარჩენი კი თბილისზე მოდის.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის საბავშვო ბაღების შემთხვევაში გამოკვეთა კიდევ ერთი პრობლემა – ბავშებისთვის წიგნებსა და სათამაშოებში დახარჯული მწირი თანხები.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2014-2019 წლებში ბაღებისთვის შეიძინა სათამაშოები და წიგნები, რაც ამავე წლებში საბავშვო ბაღებზე დახარჯული თანხის მხოლოდ 0.04%-ია. რუსთავში ამ წლებში იმავე ნივთებზე დახარჯულმა თანხმამ მთლიანი ხარჯის 0.7% შეადგინა. ფოთის მუნიციპალიტეტმა აღსაზრდელებისთვის სათამაშოებისა და წიგნების შეძენაში 2014-2019 წლებში მთლიანი ხარჯის 0.2% დახარჯა. თანხობრივად ყველაზე მეტი წიგნებისა და სათამაშების შეძენაში თბილისის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა, თუმცა საერთო დანახარჯში მისი პროცენტულობა მაინც ძალიან მწირი – 0.08%-ია.

 

“საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მასზე თანხები პრაქტიკულად არ იხარჯება”, – წერს წერა ,,მფლანგველი დეტექტორი” აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით.

წყარო:

აუდიტის სამსახური – https://bit.ly/3twmJaf

 

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.   არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.   საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.   ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე
მთავარი

ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.  შემოწმების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოქალაქეები მოატყუეს და ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"