,,ძალიან მოიმატა თაღლითური გზით საბანკო ანგარიშებიდან და ბარათებიდან ფულის მოპარვის შემთხვევებმა. ინტერნეტ ქურდების ფანტაზია დღითიდღე ვითარდება და სულ ახალ-ახალ გზებს ნახულობენ თანხის მისათვისებლად. ყურადღებით და ფრთხილად იყავით, პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი მონაცემები და ანგარიშები. რამდენიმე სასარგებლო ბმულს კომენტარებში ჩავაგდებ.” – წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაციის ,,საზოგადოება და ბანკები” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს...










