შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 40-დღიანი ძებნის შემდეგ, ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს.
მისი ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, “მთავარი არხის” დრონებმა გადაიღო. როგორც ამ კადრებში ჩანდა, ქალს თავი ჰქონდა გაჩეხილი და გაძარცვული იყო. მისი მეგობრების თქმითაც, ბოლო საუბრის დროს ბრუკი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.
ცნობილია, რომ შანე ბრუკი საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართველ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის საქართველოზე იყო შეყვარებული, მოგზაურობდა ყველგან და ამის ამსახველ ფოტოებსაც აქტიურად აქვეყნებდა.