პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე საუბრისას რუსთავი 2-ის” ეთერში. განაცხადა:
“პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია!
ბიძინა ივანიშვილს მე ვთვლი და ვაღიარებ მის დამსახურებებს, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე მაღლაც
და ეს არის ის ფასეულობები, რა ფასეულობებითაც მე მიცხოვრია და ვიცხოვრებ მომავალში იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა დამიძახოს ან ერთმა, ან მეორემ და ან მესამემ!” – განაცხადა გახარიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.










