“ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართველი ხალხი “ქართულ ოცნებას” დაამთავრებს, ხოლო პრემიერმინისტრს ცრუ ბრალდებების გამო პასუხის გაცემა მოუწევს.
„დღეს ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ “ქოცების” ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის უკან ის დგას. საქართველოს პრემიერმინისტრმა, დღეს პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც ბოტია.
ამ პრემიერმინისტრად წოდებულ ივანიშვილის მარიონეტს მისი უპასუხისმგებლო ბრალდებების გამო აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.
დღევანდელ პრემიერს და ოცნების ლიდერებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ანაკლიის პროექტის ჩაგდების და საქართველოს მომავლის მოსპობის მცდელობის გამო.
მათ მოუწევთ პასუხისგება ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ქართველი ხალხის ინტერესების ღალატისა და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის მცდელობის გამო.
2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მორჩება ოცნებას, ღარიბაშვილს, ივანიშვილს… და ჩვენ ყველა საქართველოს ახალი მომავლის შენებას დავიწყებთ!“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.










