აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა პიკს მიაღწია. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.
CDC-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, აგვისტოში ბავშვების და თინეიჯერების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, გასულ თვესთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა.
გარდა ამისა, 4 წლამდე ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი.
გამოცემის ცნობით, კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ შტატებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, COVID 19-ის გამო, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უფრო და უფრო მძიმდება.
CDC-ის ცნობით, აგვისტოს თვეში, კორონავირუსით დაავადებული 100 000 ბავშვიდან ჰოსპიტალიზაცია 49,7%-ს დასჭირდა. ამასთან, ცენტრი აღნიშნავს, რომ აუცრელი თინეიჯერები, ვაქცინირებულ თანატოლებთან შედარებით, თითქმის 10 -ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში.










