შემცირებული მოსახლეობა, ცრუ დაპირებებუ, წართმეული საპარლამენტო სტატუსი – ეს საკითხები აღნიშნა პლატფორმა ,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის კანდიდატის წარდგენაზე.
მას ასევე ყურადღება გაამახვილა ემიგრანტებზე და სამუშაო ადგილების არარსებობაზე:
,,ემიგრაციის და გაყოფილი ოჯახების ყველაზე სავალალო მაგალითია ქუთაისი. სამუშაო ადგილი არ იქმნება არც ქუთაისში, არც საქართველოში, არც არსად. ამაზე არავინ ფიქრობს, ისინი ფიქრობენ როგორ გაინაწილონ საბიუჯეტო ფული. უსამართლობაა როცა პენსიონერს უწევს არჩევანის გაკეთება წამალსა და საჭმელს შორის, უსამართლოა როცა პენსიონერი სესხის პროცენტს იხდის, უსამართლოა როცა ახალგაზრდა ადამიანი თავის მომავალს და პერსპექტივას ვერ ნახულობს. რა თქმა უნდა ქუთაისს უნდა დავუბრუნოთ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი და გავხადოთ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მამოძრავებელი ცენტრი. ქუთაისი უნდა გავხადოთ მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქების მართვა, როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს.” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ქუთაისის პლატფორმა “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა” მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე დასახელდა.










