LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მთავარია, რომ ვვითარდებით და წინ მივდივართ – ზვიად შალამბერიძე

დაპოსტა 2021/09/02-ში
21
ნახვა
გაზიარება

„პასუხისმგებლობა, რასაც მომავალი მერი იღებს, ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა ზესტაფონის განვითარებისთვის, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ყველა მინისტრის და მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალის პასუხისმგებლობა. ჩვენ, როგორც აქამდე, ერთი გუნდით მოვდიოდით და ასე ერთი გუნდით გავაგრძელებთ სვლას – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენაზე.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, თვითმმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაცია.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 2012 წლამდე ყველა სტრუქტურა ჩამოქცეული იყო და ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები გადაიდგა. შესაბამისად ეს პირველი ნაბიჯები ყოველთვის არის ისეთი, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებით იყოს ხარვეზები.

„ჩვენ ყველანი ამაზე ვსწავლობთ, მთავარია, რომ ვვითარდებით და წინ მივდივართ. სწორედ ეს არის დღევანდელ დღეს ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ უპასუხოს იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლისკენაც მივიღწვით და ვცდილობთ გავაძლიეროთ რეგიონები. ჩემთვის, როგორც მხარეში რწმუნებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის, იმ კუთხის სიძლიერე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია საქართველოში.

იმერეთში, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით არის განვითარებული ინდუსტრია და ფაქტიურად ერთ-ერთი ლოკომოტივია ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენ ყველა მიმართულებით შევუწყობთ არა მარტო დიდ ბიზნესებს ხელს, არამედ ყველა იმ მცირე მეწარმეს, რომელსაც ექნება საშუალება ჩაერთოს და გამოიყენოს ის სიკეთე, რომელსაც სთავაზობს სახელმწიფო. ყველა ეს სიკეთე გვინდა თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ. ამაში საჭიროა თქვენი ჩართულობა, ყველა ადამიანის, რომელმაც შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მას სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობამ“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძემ წარდგენაზე ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებზე და მოსახლეობას კიდევ ერთხეულ მოუწოდა ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამებში, რასაც ხელისუფლება სთავაზობს თითოეულ მათგანს. ,,ეს პროექტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეს სიკეთე. ის პასუხისმგებლობა, რასაც მომავალი მერი იღებს, ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა ზესტაფონის განვითარებისთვის, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის ყველა მინისტრის პასუხისმგებლობა და მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალის. ასე, რომ ჩვენ როგორც აქამდე ერთად, ერთობით და ერთი გუნდით მოვდიოდით, აი ასე ერთი გუნდით გავაგრძელებთ სვლას“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
36
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ესპანეთმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობასთან დაკავშირებით აშშ-ის მიწვევა არ მიიღოს” – პედრო სანჩესი

იანვარი 23, 2026
44
მთავარი

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
32
მთავარი

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

“სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო” – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
38
მთავარი

სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ...

დაწვრილებითDetails

საქართველო კარგავს საკუთარ ადგილს და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც – გიორგი შარაშიძე

იანვარი 22, 2026
105
მთავარი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის რეალური პერსპექტივის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნების“...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ირაკლი კობახიძე

იანვარი 22, 2026
72
მთავარი

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე წერს. "დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია....

დაწვრილებითDetails

“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა სავაჭრო ომი შეაჩერა” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 22, 2026
31
მთავარი

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე „იმაზე უკეთეს...

დაწვრილებითDetails

“გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები”- მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

იანვარი 22, 2026
152
მთავარი

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული....

დაწვრილებითDetails

“გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა” – ტრამპი

იანვარი 22, 2026
26
მთავარი

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».