LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ნაციონალური მოძრაობა” 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

“ნაციონალური მოძრაობა” 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

დაპოსტა 2021/09/01-ში
A A
99
ნახვა
გაზიარება

“ნაციონალური მოძრაობა” 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

“საქართველოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ჩვენი თაობის, არამედ საქართველოს ისტორიულად განსაზღვრული არჩევანია! და მეტიც – ეს არ არის მხოლოდ პრაგმატულიარჩევანი – ეს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია!

ჩვენ არ მივილტვით ევროპისაკენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სიმდიდრეა, განვითარებული ეკონომიკაა, ყველაზე სრულყოფილი განათლება და ჯანდაცვის სისტემაა, არც მხოლოდიმიტომ მივილტვით, რომ ახალგაზრდებს დასავლეთში ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვთ თავის ნიჭისა და უნარების გამოსავლენად და არც მხოლოდ იმიტომ, რომ ხნიერი ადამიანები ყველაზე უკეთ არიან იქ დაცულები!

საქმე იმაშია, რომ ჩვენ თავად ვიყავით და ვართ დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და სვლა ევროპისაკენ ჩვენთვის სახლში დაბრუნებაა! ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი მწერლობა – ევროპული მრავალფეროვნების ერთ-ერთი განუყოფელი დაუნიკალური ფერია!

ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება, ჩვენი ოქროს ხანაც დასავლეთთან არის ხომ დაკავშირებული და გაჭირვების დროსაც იმედის თვალი დასავლეთისკენ ქონდათ მიპყრობილი სულხან საბას, ილიას, იაკობ გოგებაშვილს.

ჩვენ ვართ ერი, რომელმაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ და ძალიანმკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ დასავლური ერი ვართ და არასოდეს ავირჩევთ სხვა გზას!

ჩვენ ეს დავადასტურეთ არა მხოლოდ ღრმა წარსულში, არამედ უახლეს ისტორიაში!

მაშინ, როდესაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ! 

მაშინ, როდესაც 1918 წელს ევროპაში ერთ-ერთმა პირველებმა მივანიჭეთ ქალებს საარჩევნო უფლება, ჩავატარეთ თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნები!

მაშინ, როდესაც 1921 წელს მივიღეთ ევროპის ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია! მაშინ, როდესაც 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ავუჯანყდით ბოლშევიკებს!

მაშინ, როდესაც 1989 წლის 9 აპრილს, ჩვენი სიცოცხლის ფასად პირველი დამანგრეველიდარტყმა მივაყენეთ ბოროტების იმპერიას და უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით დამოუკიდებლობის კვლავ მოსაპოვებლად!

მაშინ, როდესაც 91 წლის 9 აპრილს აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და ზვიად გამსახურდიამ წარმოთქვა ისტორიული სიტყვები მაშინ, როდესაც 99 წელს გავხდით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და უკვე ზურაბ ჟვანიამ თქვა ისტორიული სიტყვები მაშინ, როდესაც 2003 წელს მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის გზით დავამარცხეთ რუსული გავლენის კორუმპირებული ხელისუფლება და შეუმდგარი სახელმწიფოდან გავხდით წარმატებული ქვეყანა, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!

 ასე რომ, დასავლური გზიდან გადახვევა არა გეოპოლიტიკური არჩევანია საქართველოში, არამედ საკუთარ თავზე, საკუთარ იდენტობაზე უარის თქმაა!

მეგობრებო, მინდა ერთი რამ ძალიან კარგად გავიაზროთ.

დასავლურ და ევროპულ განვითარებაზე კონსენსუსი და თანხმობა ჩვენ საზოგადოებაშიიმდენად მაღალია, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გეტყვით ღიად და გახსნილად – ჩვენ აღარ გვინდა ევროპა და დასავლეთი!

ვერ გეტყვით, მაგრამ თავის ქმედებითა და ღირებულებებით შეგიძლიათ უტყუარად ამოიცნოთ, ვინ გადაუხვია საქართველოს საიმედო ევროპული ვექტორიდან. ვინ გვაგუებს ნელ ნელა აზრს, რომ შეგვიძლია უარი ვთქვათ ევროპაზე!

ყველა ავტორიტარულ და ოლიგარქიულ რეჟიმს, თუნდაც საწყის ეტაპზე სიტყვითა დადეკლარაციებით პროდასავლურს – უდგება ეს მომენტი, რომ ღიად უნდა თქვას უარი ამა თუ იმფორმით ევროპულ გზაზე. 

ეს მომენტი აუცილებლად დგება, რადგან თუ გინდა ქვეყანას ერთი კაცი და მისი მორჩილი მთავრობა მართავდეს, თუ გინდა ოპოზიციისგან და სამოქალაქო სექტორისგან მუდმივადმტერს სახავდე, თუ გინდა სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდე, თუ გინდა სასამართლოკლანით აკონტროლო, – აუცილებლად და გარდაუვლად დადგება მომენტი, როცა მოგიწევს უარითქვა დასავლეთთან ერთად სიარულზე. რადგან ევროპის ღირსეულ წევრად ყოფნა და რუსეთის მსგავს ჩამორჩენილ, ავტორიტარულ და ბნელ პროვინციად ყოფნა ერთად არ გამოდის! 

ჩვენ გვახსოვს ეს გადამწყვეტი მომენტი როგორ დადგა უკრაინაში, როცა იანუკოვიჩისკლეპტოკრატიულმა რეჟიმმა ვეღარ შეათავსა თავისი რეალური ზრახვები და ევროპული რიტორიკა – და შედეგად დამარცხდა!

ჩვენ გვახსოვს იგივე პროცესები მოლდოვაში და დასავლური ძალების გამარჯვება არჩევნებში!

ეს მომენტი დგება აქაც. საქართველოში – ივანიშვილს აღარ გამოსდის ორმაგი თამაში დათვალთმაქცობა!

აღარ გამოსდის, რომ თან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ევროკავშირის მედიაციით მიღებულშეთახმებებზე , რეფორმებზე ისაუბროს და თან ხელისუფლება შეინარჩუნოს 

– გაყალბებით, ძალადობით, გაუქმებული ინსტიტუტებით, მტრად დასახული სახალხო დამცველითა და მესამესექტორით, ფიზიკურად ნაცემი მედიით და გათელილი სასამართლოთი ამიტომაც ჩვენ ვხედავთ:– საჯაროდ როგორ ამცირებენ საქართველოს დასავლელ მეგობრებს და ხან გიჟმანტასებს უწოდებენ და ხან აი სულ ბოლოს ესტონეთს ურჩიეს მიხედონ საკუთარ თავს და ჩვენ შეგვეშვან

– როგორ არაფრად მიაჩნიათ ჩვენი მეგობრების წუხილი და სენატის, კონგრესის, ევროკავშირის შეფასებებს საჯაროდ დასცინიან– თავზე როგორ გადაახიეს ევროპას 19 აპრილის შეთახმება და ბოლოს – მუქარა და შანტაჟი – რომ საერთოდ არ გვადარდებს ევროკავშირის დახმარება დაჩვენი კოოპერაციის პროგრამა!ამ დროს, მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ რას?! 

– მარბიელთა ჯგუფებს თბილისის შუაგულში დავხედავთ დამწვარ ევროკავშირის დროშას!

ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს 2 ოქტომბერს! ეს ღირებულებითი, ცივილიზაციური ბრძოლა იქნება და არა ადგილობრივი არჩევნები!

ჩვენ შესაძლოა არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთახმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს. დარატომ არ მოგვწონდა?! რადგან არ გვჯეროდა. არ გვჯეროდა რომ რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებს ოლიგარქი ივანიშვილი, არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი დაა.შ. ა.შ. !

სამწუხაროდ ბევრ რამეში მართლები აღმოვჩნდით – იმის ჩათვლით, რომ ქართული ოცნება არაპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემას და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩაცხრობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი!მაგრამ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით.

ბოლო დღეების მოვლენები, ევროკავშირის დახმარებაზე უარი – ყველაფერს თავის სახელს არქმევს თუ არ არქმევს?! – არქმევს!

მე მინდა აგიხსნათ, რომ 300 მილიონ ლარზე მნიშვნელოვანი ( ანუ 75 მილ ევროზემნიშვნელოვანი), ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარეო ვალზე შეთხზული ტყუილები, საერთოდ არაფრის შუაშია რაც ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს. 

აქ მთავარი – პოლიტიკური განაცხადია მეგობრებო და რა არის ქართული ოცნების ეს მთავარიპოლიტიკური განაცხადი?! – არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინაა – ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო! 

ესაა ღია განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე – რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც გადაგვაწყვეტინა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. 

მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რისგამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელიმოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანმხებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არდისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იყოს დასავლური ოჯახის წევრი! გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! 

ისე კი სინამდვილეში ევროკაშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო – აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით.

ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა.

დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43 პროცენტიანი ბარიერის ვერ გადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ! თანამემალულეებო, ქართველებო – სხვა არჩევანი არ არსებობს!

მოდით 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე და გააკეთეთ არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ! 

მოდით რეფერენდუმზე და უარი უთხარით რუსეთს! მოდით რეფერენდუმზე და დაიცავით თქვენი სამშობლო და მისი მომავალი! მოდით რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი, 41ის გარდა!

ხალხთან ერთად, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად, სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჩვენ სხვა გამოსავალს არდავუტოვებთ ივანიშვილს – გარდა რიგგარეშე არჩევნებისა!

დიახ 2 ოქტომბერი რეფერენდუმი იქნება;დიახ ოცნება მარცხდება ამ რეფერენდუმში;

დიახ მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხში ერთად ვართ;

დიახ დასავლეთი ჩვენ გვერდზე დგას;

და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი ხელმოწერით დავადასტუროთ, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ რეფერენდუმზე გავდივართ და 43% ბარიერი იქნება ის განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს ხელისუფლებას!

ეს მთავარი საკითხი წონის ახლა ყველაფერს – ერთ მხარეს ვართ ჩვენ ყველა, ოპოზიცია, საზოგადოება დასავლეთი – მეორე მხარეს ივანიშვილი და რუსეთი – ეს ბრძოლაა! 

კითხვის ნიშნები აღარაა!

და ჩვენ ყველა, ხალხი აუცილებლად მოვიგებთ ბრძოლას 2 ოქტომბრის რეფერენდუმში! 

თაობებმა რომლებიც დღეს სახეზე ვართ და ცოცხლები ვართ უნდა გვეამაყებოდეს რომ განგებამ მოგვცა შესაძლებლობა გავაკეთოთ დიდი საქმე სახელმწიფოსთვის და ეს შესაძლებლობა 2 ოქტომბერს გვეძლევა!” – განაცხადა მელიამ.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"