,,ბატონო საკრებულოს თავმჯდომარევ, რატომ დაავალეთ ოპერატორს რომ გაგეთიშათ ჩემი ანგარიშის მოსმენის დროს პირდაპირი ეთერი?
საარჩევნო კამპანიის დროს რომ ამას სჩადიხართ, ჯერ ეს ერთი არ გეშინიათ უარყოფითი შედეგის (თუ თავი ქუდში გაქვს უკვე, როგორც გამარჯვებულს?) და მეორეც ერთი, ახლა რომ ამას იკადრებ, შენსას რომ გაინაღდებ და ჩვენს ნაწვალებზე საკრებულოს თავმჯდომარის თბილ და კომფორტულ სავარძელს მიიღებ მეორე ჯერზე, მერე რას იზამ ხომ წარმომიდგენია???
გგონია სულ გიპატრონებს შენი დეიდაშვილი პაპუნა ჯანელიძე???
ორი წლის წინ ხომ კარგად დაუთმე არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგის” წარმომადგენელს გვანცა თოთაძეს სხდომათა დარბაზი და პირდაპირი ეთერი, რომ კარგად ეფურთხებინათ და გაენადგურებინათ თუნდაც ფიზიკურად ნანა კოსტავა
და როდესაც კოლეგებმა გთხოვეს___არ გამოიყვანო ეს ხალხი საკრებულოს სხდომაზე, ცოდვაა ნანა დავინდოთო, შენ მორიგი ორატორული მანერით უპასუხე___სიტყვის თავისუფლებაა და საკრებულოს სხდომაზე ყველას აქვს გამოსვლის უფლებაო!!
მეცოდები, ადამიანურად მეცოდები, ყველაზე კარგია ახლა შენთვის მოძღვარს აღსარება ჩააბარო, თუ რატომ მტრობ და რატომ ხარ ასეთი ბოღმიანი!”_წერს საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა.










