ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად ამერიკელი სამხედროები დაღუპვის ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს, თუმცა დაღუპულთა რიცხვი არ სახელდება.
“ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
რამდენიმე დაჭრილს კი მკურნალობა უტარდება.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ ამ თავდასხმას რამდენიმე ავღანელი ემსხვერპლა”, – წერია პენტაგონის საგანგებო განცხადებაში.
ცნობისთვის, აფეთქებები ქაბულის აეროპორტთან მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ნაწილის ევაკუაციას აგრძელებდნენ.










