ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფომაციას Afghanistan Times ავრცელებს.
“ქაბულის აეროპორტის წინ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 30 -ზე მეტი დაშავდა”, – წერს მედია საშუალება.
ამასთან, ტელეარხი Al-Jazeera ადგილობრივ საავადმყოფოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 50 დაშავდა.
ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ეს აეროპორტის სიახლოვეს მეორე აფეთქებაა, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა.
ცნობისთვის, დღეს დილით ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს.










