ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას გუნდი მიზანმიმართულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პროექტს წარმოადგენენ, რაც მისივე მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მიზანმიმართულად ის [გიორგი გახარია] და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. რაც სრული სიცრუეა.
ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის.
ამის შემდეგ, მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს, შესაძლო კოალიციაში, პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას.
კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში ლახვარს ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ანგრევს ნდობას.
ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე” – თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.










