2021 წლის ივნის-ივლისის პერიოდში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან 42 174 მოქალაქე ეწვია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო – 75 064 ადამიანი. მას მოსდევს თურქეთი – 70,883, უკრაინა – 52,933 ვიზიტორი.
გარდა ამისა, ამ პერიოდში საქართველოში ისრაელის 36 538 მოქალაქე ჩამოვიდა.
საერთო ჯამში, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს 481 465 უცხო ქვეყნის მოქალაქე ეწვია (აქედან 189 618 – ივნისში, 291 847 – ივლისში).










