LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა საკითხებზე გააკეთა აქცენტები სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას

მეჩვენება, რომ საწყისი, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა – ნინო ლომჯარია ილია ჯიშკარიანის საქმეზე

დაპოსტა 2019/10/15-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

მეჩვენება, რომ საწყისი, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს.

“მე ადვოკატის გადაწყვეტილებების შეფასებაში არ შევალ, პატივს ვცემ მის არჩევანს თუ პროფესიულ დამოუკიდებლობას. თუმცა რა თქმა უნდა, ყველამ, განსაკუთრებით საზოგადოებამ, მედიამ უნდა დავიცვათ გარკვეული სტანდარტები ზოგადად ქალის მიმართ ძალადობის თემის გაშუქებისას, არა მარტო ჯიშკარიანის შემთხვევაში, არამედ მინდა შევეხო ხაშურში მომხდარ მკვლელობასაც რამდენიმე დღის წინ, რომელიც გარკვეულ მედიასაშუალებებში არ გაშუქდა ეთიკურად და თითქოსდა, იყო მცდელობა იმისა, გარკვეულწილად მოეძებნათ მიზეზები, თუ რის გამო შეიძლება, გამხდარიყო ეს ქალი მისი ყოფილი მეუღლის მსხვერპლი. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაშუქდება ეს თემები. რაც შეეხება თავად ფაქტსა და გამოძიებას, იცით, რომ სახალხო დამცველი პირველივე დღიდანაა ჩართული ამ ფაქტის გამოძიებაში. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მოგვცენ წვდომა საგამოძიებო მასალებზე, რათა ვნახოთ, რამდენად დროულად, სრულყოფილად და სათანადოდ ტარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც ამ საქმისთვის არის საჭირო”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მანვე უპასუხა კითხვას თამთა თოდაძის ადვოკატის თამარ ლუკავას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უნდა დაიკითხონ პოლიციის თანამშრომლები, ვინც პირველი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღების შემდგომ.

“ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საჭიროა, ვნახოთ საგამოძიებო მასალები, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ჩატარდა თუ არა დაგვიანებით, რა არ ჩატარდა და რა შეიძლებოდა ჩატარებულიყო და არ ჩატარდა დროულად. მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევის პირველადი დათვალიერება დაგვიანებით მოხდა და ამის გამო შეიძლება მთელი რიგი მტკიცებულებები წაიშალა, ან განადგურდა, ან არ იქნა ამოღებული. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ იმას, რომ ჩატარდეს ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც ნათელს მოჰფენს ამ გარემოებას, რადგან გამოძიების საწყისი ეტაპი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მეჩვენება (და მეჩვენებას ვამბობ იმიტომ, რომ არ ვიცნობ საქმის მასალებს), რომ საწყისი, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა. თხოვნა გვაქვს გაგზავნილი, რომ მასალები გაგვაცნონ”, – განაცხადა ლომჯარიამ.

თეგები: დანაშაულიილია ჯიშკარიანინინო ლომჯარიაქალზე ძალადობაძალადობა
გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს
მთავარი

პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა - აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს: "სასწრაფოდ, დღესვე მჭირდება მოხალისეები და ექიმი. საშინელება დამხვდა. არ დაგეზაროთ რა.დამირეკეს, ახლა მოვედი და პირდაპირ ნაგავში...

დაწვრილებითDetails

1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
როგორ უნდა მოიქცეთ თუ გველმა გიკბინათ
მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ გველმა უკბინა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა
მთავარი

გარდაბანში სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს. „გარდაბნის რაიონული სამსახურის სოფელ გამარჯვების ფილიალის მე-4 ბრიგადისთვის მორიგი გამოძახება განსხვავებულია. ლოზუნგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გიგა დარსაველიძის გარდაცვალების გამო. გიგა დარსაველიძე იყო ჩვენი პროექტის ფენიქსის ორდენის კატო მიქელაძის ნაკადის ძალიან მხიარული და...

დაწვრილებითDetails

რას წერს ესპანური გამოცემა ილია თოფურიაზე

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს – როგორია მისი მდგომარეობა
მთავარი

ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. Marca წერს, რომ სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს. გამოცემის...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია” ინფორმაციას ავრცელებს და აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს...

დაწვრილებითDetails

გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

"ჩამოდით ნიკიას ქუჩაზე ერთი დღე და იქნებ ნახოთ რა დღეში ვართ ხალხი როცა სუნი მოდის ამწამს ისე ყარს მთელი ქუჩა და მთელი კორპუსი ვერ ვიძინებთ ხალხი, ბავშვებს ეძინებათ და გული...

დაწვრილებითDetails

ბინის რემონტის დროს დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა 

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
ბინის რემონტის დროს დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა 
მთავარი

ბინის რემონტი ხშირად მარტივ და გასაგებ პროცესად აღიქმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია უკვე დასრულებული საცხოვრებლის განახლებაზე. თუმცა მცირე ცვლილებებმაც კი შეიძლება იმაზე მეტი დრო, ყურადღება და ხარჯი მოითხოვოს, ვიდრე თავდაპირველად...

დაწვრილებითDetails

2 ივნისს მომხდარი ავარიის დროს, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
“წყალში ტივტივებდა ” – მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად...

დაწვრილებითDetails

„დილით საწოლში ნახეს…“ – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაცვლილი ნახეს დილით საწოლში იტალიაში, მარტინაფრანკაში. როგორც ფიზიკურად სულიერადაც ლამაზი იყავი ლალიკო. როგორ მენანები უფალმა სამარადისო დაგიმკვიდროს გამძლეობა შენს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"