ამრულა სალეჰმა, რომელიც თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ბავშვებისა და მოხუცების გატაცების შესახებ განცხადებას აკეთებს. ამის შესახებ ის “Twitter-ზე” წერს.
მისი თქმით, ათასობით ქალი და ბავშვი მთებში გაიქცა.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში თალიბები ბავშვებსა და მოხუცებს იტაცებენ და გადაადგილებისთვის ან სახლებში ჩხრეკისას ფარად იყენებენ”, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, სალეჰის თქმით, თალიბები ანდარაბის ხეობაში საკვებს და საწვავს არ უშვებენ.
”ჰუმანიტარული სიტუაცია მძიმეა”, – დასძინა ავღანეთის ყოფილმა ვიცე -პრეზიდენტმა.










