ავღანეთიდან მიგრანტების ნაკადის მოსალოდნელი ზრდის გამო საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა და მეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი დაიწყო.
მოქალაქეთა დაცვის მინისტრის განცხადებით ისინი პასიურად ვერ დაელოდებიან შესაძლო შედეგს და ქვეყნის საზღვრები იქნება ურღვევი.
საბერძნეთმა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება მას შემდეგ დაიწყო, რაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების რიცხვის მკვეთრი მატება, ვინც ავღანეთს ტოვებს, “ყველასთვის სერიოზულ პრობლემას” შექმნის. ერდოღანის თქმით, მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალი იქნება თუ ავღანეთსა და ირანში ზომები არ გატარდება.










