საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგასთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა. ის საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო და უკრაინაში წარმოებული იარაღი დაათვალიერა.
საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრი ყოველწლიურად არაერთ მსხვილ საერთაშორისო სწავლებას მასპინძლობს, რომელშიც ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.










