ჩვილის გადარჩენა საკეისრო კვეთის საშუალებით მოხერხდა, თუმცა კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.
ნინო ნაცვლიშვილი კლინიკა “ახალ სიცოცხლეში” მუშაობდა. კლინიკის დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმვალობაში დამძიმებული იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ბოკერიას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნაცვლიშვილი მათთან 3-4 კვირის წინ მიიყვანეს.
“ჩვენთან გადმოყვანის დროს მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო.
თავიდან უმკურნალეს კონსერვატიულად, შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხრდა“, – განაცხადეს კლინიკაში.










