,,ვაქცინაციის მოშიშთა ერთ ერთი არგუმენტი არის ” ასე სწრაფად , ნაუცბათევად შექმნილ ვაქცინას ვერ ვენდობით”, ” სხვა ვაქცინებზე რამდენიმე ათეული წლები მუშაობდნენ”
ესეც მორიგი მითია მეგობრებო.
აი მაგალითად ფაიზერის ვაქცინა, რითაც ახლა ჩვენ ვიცრებით, არის ე.წ. mRNA ვაქცინა .
როგორც ხალხურად ეძახით, რნმ ვაქცინა.
ანუ ეს არის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ვაქცინა, რომელიც არ შეიცავს ვირუსის არანაირ ” ნაწილს” , ის შეიცავს ინფორმაციას SARS-Cov-2 ( ანუ კოვიდი-19 ის გამომწვევი კორონავირუსის) ე.წ. სპაიკ ცილების შესახებ.
ჰოდა მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ სინამდვილეში ამ ტიპის ვაქცინების შექმნაზე მთელი მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ათწლეულებია მუშაობენ. ?
(მაგ. გრიპის, ზიკას ვირუსის, ცოფის, და ციტომეგალოვირუსის )
მეცნიერებმა ასევე კარგად შეისწავლეს წინა წლების კორონავირუსული ეპიდემიების გამომწვევები ( SARS, MERS) .
ამიტომ როგორც კი მოხდა კოვიდის გამომწვევი კორონავირუსის იდენტიფიცირება, მათ შეძლეს უკვე არსებული ტექნოლოგიის სწრაფი ადაპტირება კოვიდ-19 ისთვის.
მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ შეიძლება ითქვას- არასოდეს ყოფილა ასეთი დონის გლობალური თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დაწეესებულებებს შორის და ამავე დროს მთავრობებსა და ამ დაწესებულებებს შორის.
ამან თავის მხრივ დააჩქარა ვაქცინის შექმნა და კლინიკური კვლევების გაშლა მსოფლიოს მასშტაბით.
შეიქმნა ახალი მსხვილი საწარმოები რამაც რამაც ვაქცინის წარმოების სიჩქარე და მასშტაბი არნახულად გაზარდა.
21-ე საუკუნეა ხალხო.
რაის ” ჩქარა შეიქმნა ვაქცინა” ?
მოკლედ რომ შევაჯამო, როგორც მოსწრებულად აღნიშნა მეგობარმა კომენტარში – თქვენი ეს შიშები იგივეა, “მერსედესის” ახალ მოდელზე რომ არ დაჯდეთ იმის შიშით, რა ვიცი ახალია და იქნება დავიმტვრეო..
P.S.
აქვე ბარემ კიდევ ორი მითის პასუხად აღვნიშნავ,
1. mRNA ვაქცინები არ შეიცავს ვირუსს, რომელიც იწვევს COVID-19- ს, ან სხვა ცოცხალ, მკვდარ ან დეაქტივირებულ ვირუსებს.
შესაბამისად. ” ვირუსი შეჰყავთ ორგანიზმში” , ” აცრილი უფრო ავრცელებს ვირუსს” არის ბოდვა…
უკაცრავად, სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე.
2.ვაქცინა გავლენას არ ახდენს თქვენს დნმ -ზე
ის არ მოქმედებს ან ურთიერთქმედებს თქვენს დნმ -თან ან გენებთან. mRNA ვაქცინები არასოდეს შედიან უჯრედის ბირთვში, სადაც ჩვენი დნმ ინახება.
შესაბამისად ვერანაირად ვერ
შეცვლის თქვენს გენეტიკას” -წერს სოციალურ ქსელში რუსუდან ცირეკიძე.










