2019 წლის სექტემბერში საერტაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ ქუთაისის აეროპორტში, 29.074 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (20,805 ვიზიტი) 39.7%-ით აღემატება.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემებრში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, აქ ეს მაჩვენებელი 19.3%-ით შემცირდა, ბათუმის აეროპორტში კი კლებამ 8.2% შეადგინდა.