ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საპატრიარქოს სთხოვს აღკვეთოს ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რადიკალური სასულიერო პირები აწარმოებენ.
„სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს.
როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.










